воскресенье, 11 ноября 2018 г.

კურსის რეფლექსია

13 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით გავიარე ინტელის საგანმანათლებლო კურსი.
კურსი იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. ბოლო სამუშაო დღეს დავამუშავე პორტფოლიოს საბოლოო დეტალები და გავაკეთე პრეზენტაცია, რის შემდეგაც მივიღე რეკომენდაციები შემდგომი სამუშაო პროცესისათვის.
ამ სასწავლო კურსის შემდეგ უკეთ ვხვდები რამდენად საჭიროა დაიგეგმოს სასწავლო პროექტი ამ ფორმატის მიხედვით, რითაც გაიზრდება მოსწავლეების დაინტერესება და აქტიურობის დონე.
ტრენერის უდიდესი შრომის შედეგია ის ფაქტი, რომ შევძელით ამ კურსის წარმატებით დასრულება. გავითავისე სასწავლო პროექტზე მუშაობის სპეციფიკურობა და აუცილებლობა.
ყველა ის რესურსი, რომელიც Intel Education Viewer-ში არის ჩვენ გავიარეთ ამ კურსის ფარგლებში დაწვრილებით. ეს იყო ცხრა შრომატევადი დღე, სწავლა/სწავლების პროეცესი გამოირჩეოდა აქტიური, შემოქმედებითი მიდგომებით. 



суббота, 10 ноября 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

სამუშაო დღის დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიარეთ ჩვენი გეგმები, საჭიროებისმებრ შევიტანეთ მასში შესწორებები. აქტიურად ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომებზე, სასწავლო პროექტებისათვის საჭირო რესურსებზე; როგორ შევქმნათ ჯგუფები, რა მეთოდები შეგვიძლია გამოვიყენოთ დაწყვილებისათვის და ა.შ.
შევქმენით შესაბამისი მასალები.
დღის ბოლოსკენ კი სასწავლო პროექტის გეგმის პრეზენტაცია ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე. 

воскресенье, 4 ноября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე სამუშაო დღე დავიწყეთ ერთმანეთის  სასწავლო გეგმების განხილვებით.
ტრენინგის პერიოდი გამოირცეოდა პრაქტიკული დავალებებით Intel Education Viewer-ში გავეცანით შეფასების რესურსებს. დავიწყეთ საკუთარი სასწავლო პროექტისათვის ჩვენი შეფასების რუბრიკის შექმნა.


суббота, 3 ноября 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღე დატვირთული იყო პრაქტიკული მეცადინეობებით.  დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სასწავლო გეგმის ნიმუშებში შეტანილი ცვლილებები, განვიხილეთ ერთ-ერთი ნიმუში, შევავსეთ ახალი ინფორმაციით.  PowerPoint-ის დახმარებით შევქმენით ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, რომელზედაც ვაგრძელებთ მუშაობას;  
გარდა ამისა განვსაზღვრეთ ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც თემის ფარგლებში ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ ცოდნისა და ინფორმაციის მირღებას/გადაცემას, დემონსტრირებას, ამიტომაც შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით, რომელიც ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე.



პრეზენტაცია: "ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი"