воскресенье, 11 ноября 2018 г.

კურსის რეფლექსია

13 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით გავიარე ინტელის საგანმანათლებლო კურსი.
კურსი იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. ბოლო სამუშაო დღეს დავამუშავე პორტფოლიოს საბოლოო დეტალები და გავაკეთე პრეზენტაცია, რის შემდეგაც მივიღე რეკომენდაციები შემდგომი სამუშაო პროცესისათვის.
ამ სასწავლო კურსის შემდეგ უკეთ ვხვდები რამდენად საჭიროა დაიგეგმოს სასწავლო პროექტი ამ ფორმატის მიხედვით, რითაც გაიზრდება მოსწავლეების დაინტერესება და აქტიურობის დონე.
ტრენერის უდიდესი შრომის შედეგია ის ფაქტი, რომ შევძელით ამ კურსის წარმატებით დასრულება. გავითავისე სასწავლო პროექტზე მუშაობის სპეციფიკურობა და აუცილებლობა.
ყველა ის რესურსი, რომელიც Intel Education Viewer-ში არის ჩვენ გავიარეთ ამ კურსის ფარგლებში დაწვრილებით. ეს იყო ცხრა შრომატევადი დღე, სწავლა/სწავლების პროეცესი გამოირჩეოდა აქტიური, შემოქმედებითი მიდგომებით. 



суббота, 10 ноября 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

სამუშაო დღის დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიარეთ ჩვენი გეგმები, საჭიროებისმებრ შევიტანეთ მასში შესწორებები. აქტიურად ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომებზე, სასწავლო პროექტებისათვის საჭირო რესურსებზე; როგორ შევქმნათ ჯგუფები, რა მეთოდები შეგვიძლია გამოვიყენოთ დაწყვილებისათვის და ა.შ.
შევქმენით შესაბამისი მასალები.
დღის ბოლოსკენ კი სასწავლო პროექტის გეგმის პრეზენტაცია ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე. 

воскресенье, 4 ноября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე სამუშაო დღე დავიწყეთ ერთმანეთის  სასწავლო გეგმების განხილვებით.
ტრენინგის პერიოდი გამოირცეოდა პრაქტიკული დავალებებით Intel Education Viewer-ში გავეცანით შეფასების რესურსებს. დავიწყეთ საკუთარი სასწავლო პროექტისათვის ჩვენი შეფასების რუბრიკის შექმნა.


суббота, 3 ноября 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღე დატვირთული იყო პრაქტიკული მეცადინეობებით.  დასაწყისში კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სასწავლო გეგმის ნიმუშებში შეტანილი ცვლილებები, განვიხილეთ ერთ-ერთი ნიმუში, შევავსეთ ახალი ინფორმაციით.  PowerPoint-ის დახმარებით შევქმენით ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, რომელზედაც ვაგრძელებთ მუშაობას;  
გარდა ამისა განვსაზღვრეთ ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც თემის ფარგლებში ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ ცოდნისა და ინფორმაციის მირღებას/გადაცემას, დემონსტრირებას, ამიტომაც შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით, რომელიც ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე.



პრეზენტაცია: "ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი"



суббота, 27 октября 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე სამუშაო დღე  პრაქტიკული სამუშაოებით  დატვითული გამოვიდა, კონკრეტულად განვიხილეთ ერთმანეთის სასწავლო პროექტის ნიმუშები. აგრეთვე ტექნოლოგიების გამოყენებით როგორ მივცეთ უკუკავშირი. გავიარეთ საავტორო უფლებების ტესტი და განვიხილეთ საავტორო უფლებების მნიშვნელობა გამოყენების მხრივ.  აგრეთვე ვიმუშავეთ ბიბლიოგრაფიის გვერდზე, ფოტო/ვიდეო და ა.შ.  მასალის გამოყენება მისი საავტორო უფლებების დაცვით.

воскресенье, 21 октября 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე სამუშაო დღეს მოვახდინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმების განხილვა, რაც დაგვეხმარა დაგვენახა როგორ გაგვეუმჯობესებინა ჩვენს მიერ დაწერილი სასწავლო პროექტის ნიმუში. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები (განმავითარებელი და განმსაზღვრელი).  პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასებისთვის სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში გამოვიყენეთ შეფასების ფორმების მოკლე აღწერა და დროში გაწერილი შეფასების გეგმა. განვსაზღვრეთ შეფასების გეგმები და ინსტრუმენტები,  შევქმენით ეს ინსტრუმენტები და ჩანართის სახით ჩავამაგრეთ სამუშაო მასალებში.
შესაფების ინსტრუმენტების მოდული დამეხმარა განმესაზღვრა მკაფიო მოლოდინები საბოლოო პროდუქტის დასანახად, ასევე მომცა შესაძლებლობა დამენახა როგორ შევაფასო უკეთ მუშაობის ხარისხი პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდგომ.