воскресенье, 21 октября 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე სამუშაო დღეს მოვახდინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმების განხილვა, რაც დაგვეხმარა დაგვენახა როგორ გაგვეუმჯობესებინა ჩვენს მიერ დაწერილი სასწავლო პროექტის ნიმუში. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები (განმავითარებელი და განმსაზღვრელი).  პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასებისთვის სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში გამოვიყენეთ შეფასების ფორმების მოკლე აღწერა და დროში გაწერილი შეფასების გეგმა. განვსაზღვრეთ შეფასების გეგმები და ინსტრუმენტები,  შევქმენით ეს ინსტრუმენტები და ჩანართის სახით ჩავამაგრეთ სამუშაო მასალებში.
შესაფების ინსტრუმენტების მოდული დამეხმარა განმესაზღვრა მკაფიო მოლოდინები საბოლოო პროდუქტის დასანახად, ასევე მომცა შესაძლებლობა დამენახა როგორ შევაფასო უკეთ მუშაობის ხარისხი პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდგომ.

1 комментарий:

  1. ყოჩაღ თამარ! მახარებს ახალგაზრდა პედაგოგის სიახლეებით დაინტერესება , ჩემის მხრივ შევეცდები დროული უკუკავშირი მოგაწოდო.

    ОтветитьУдалить