суббота, 20 октября 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე სამუშაო დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვისას როგორ შევარჩიოთ მოსწავლეებისათვის მისაღწევი სტანდარტი, როგორ მოვახდინოთ შერჩეული სტანდარტიდან მიზნის ფორმულირება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვების გამოყენებით, რომელიც იქნება სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული მიზანი. ასევე რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტისას გავიდეთ ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო უნარებზე.
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი) გამოყენების მნიშვნელობას, შევადგინეთ კითხვები რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის მსვლელობის სწორი მიმართულებით დაგეგმვას და მოსწავლეთა ჩართულობას.



Комментариев нет:

Отправить комментарий