მეხუთე სამუშაო დღე პრაქტიკული სამუშაოებით დატვითული გამოვიდა, კონკრეტულად განვიხილეთ ერთმანეთის სასწავლო პროექტის ნიმუშები. აგრეთვე ტექნოლოგიების გამოყენებით როგორ მივცეთ უკუკავშირი. გავიარეთ საავტორო უფლებების ტესტი და განვიხილეთ საავტორო უფლებების მნიშვნელობა გამოყენების მხრივ. აგრეთვე ვიმუშავეთ ბიბლიოგრაფიის გვერდზე, ფოტო/ვიდეო და ა.შ. მასალის გამოყენება მისი საავტორო უფლებების დაცვით.
суббота, 27 октября 2018 г.
воскресенье, 21 октября 2018 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე სამუშაო დღეს მოვახდინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმების განხილვა, რაც დაგვეხმარა დაგვენახა როგორ გაგვეუმჯობესებინა ჩვენს მიერ დაწერილი სასწავლო პროექტის ნიმუში. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები (განმავითარებელი და განმსაზღვრელი). პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასებისთვის სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში გამოვიყენეთ შეფასების ფორმების მოკლე აღწერა და დროში გაწერილი შეფასების გეგმა. განვსაზღვრეთ შეფასების გეგმები და ინსტრუმენტები, შევქმენით ეს ინსტრუმენტები და ჩანართის სახით ჩავამაგრეთ სამუშაო მასალებში.
შესაფების ინსტრუმენტების მოდული დამეხმარა განმესაზღვრა მკაფიო მოლოდინები საბოლოო პროდუქტის დასანახად, ასევე მომცა შესაძლებლობა დამენახა როგორ შევაფასო უკეთ მუშაობის ხარისხი პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდგომ.
суббота, 20 октября 2018 г.
მესამე დღის რეფლექსია
მესამე სამუშაო დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვისას როგორ შევარჩიოთ მოსწავლეებისათვის მისაღწევი სტანდარტი, როგორ მოვახდინოთ შერჩეული სტანდარტიდან მიზნის ფორმულირება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვების გამოყენებით, რომელიც იქნება სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული მიზანი. ასევე რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტისას გავიდეთ ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო უნარებზე.
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი) გამოყენების მნიშვნელობას, შევადგინეთ კითხვები რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის მსვლელობის სწორი მიმართულებით დაგეგმვას და მოსწავლეთა ჩართულობას.
воскресенье, 14 октября 2018 г.
მეორე დღის რეფლექსია
საინტერესო და პრაქტიკულად დატვირთული დღე გამოვიდა, გავიარეთ თუ როგორ შევქმნათ მასალა სასწავლო პროექტის ეფექტურად განხორციელებისათვის.
რესურსის შექმნა მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის, მოსწავლეთა დაინტერესებისათვის და აქტიური სწავლა/სწავლების პროცესის ორგანიზებისათვის.
суббота, 13 октября 2018 г.
პირველი დღის რეფლექსია
პირველი დღე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული გამოვიდა. ინტელის კურსი პირველივე დღიდან არის ძალიან აქტიური სწავლა/სწავლების პროცესი.
მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დღეს გავიარეთ არის : გავიხსენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები; პორტფოლიოსათვის აუცილებელი საქაღალდეების შემქნა თითოეული მოდულის შესახანად online-ში. ასევე გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებს, შევქმენით ბლოგი და ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისათვის.
მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დღეს გავიარეთ არის : გავიხსენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები; პორტფოლიოსათვის აუცილებელი საქაღალდეების შემქნა თითოეული მოდულის შესახანად online-ში. ასევე გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებს, შევქმენით ბლოგი და ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისათვის.
Подписаться на:
Сообщения (Atom)